“სწავლებისა და შეფასების მეთოდები”2023 წლის 23 სექტემბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სწავლებისა და შეფასების მეთოდები“. ტრენინგს ესწრებოდა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. ტრენინგის მიზანი იყო სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გაცნობა და სასწავლო პროცესში დანერგვა.

შპს „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი“ 2023 წლის 1 სექტემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს ამავე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

შპს „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი“ 2023 წლის 1 სექტემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს ამავე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე: ა) შინაგანი მედიცინა: ორი საშტატო ერთეული – 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ- პროფესორი; ბ) ქირურგია: ორი საშტატო ერთეული- 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი; გ) პედიატრია: ორი საშტატო ერთეული- 1 ასოცირებული პროფესორი და 1 ასისტენტ-პროფესორი; დ) მეანობა და გინეკოლოგია: […]

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი აცხადებს სამეცნიერო გრანტების კონკურსს

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი აცხადებს სამეცნიერო გრანტების კონკურსს. კონკურსის მიზანია აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სამეცნიერო- კვლევითი პოტენციალის სრულად ამოქმედება, ახალი ცოდნის შექმნა, მკვლევართა საერთაშორისო აქტუალურ სამეცნიერო პროექტებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. საკონკურსო პირობები და დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე. საკონკურსო განაცხადი და დოკუმენტები უნდა ამოიგზავნოს მისამართზე: grant23@eastwest.edu.ge საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 სექტემბერი.

რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა, რომლის სახელწოდებაა „საერთაშორისო სკოლა კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი“

რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა, რომლის სახელწოდებაა „საერთაშორისო სკოლა კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი“. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია არის კავკასიის უნივერსიტეტი. პროექტის თანამონაწილეები არიან აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი, და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. პროექტის ხელმძღვანელია მაქსიმ იავიჩი (კავკასიის უნივერსიტეტი), პროექტის თანახელმძღვანელია ავთანდილ გაგნიძე (აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი).

საქართველოს განათლების გამოფენა 2022; ნიუ-დელი, ინდოეთი

2022 წლის 3 დეკემბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების გამოფენაში, რომელიც ჩატარდა ქალაქ ნიუ-დელიში, ინდოეთი.  გამოფენა მოეწყო საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და უმასპინძლა 16 ქართულ უნივერსიტეტს. გამოფენის მთავარი მიზანი იყო წარმოეჩინა საქართველო როგორც განათლების ჰაბი და უნივერსიტეტებს საშუალება მიეცათ პრეზენტაციების სახით წარედგინათ პროგრამები, პრიორიტეტები, შეთავაზებები და ყველა ის შესაძლებლობა რომელსაც სთავაზობენ საქართველოში განათლების მიღების […]

EWUNI სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარში

EWUNI სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარში აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის ერთსაფეხურიანი მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა დაემატა სამედიცნო სკოლების მსოფლიო ცნობარის ჩამონათვალს: გაიგე მეტი …

სამეცნიერო ჟურნალის – GEORGIAN BIOMEDICAL NEWS-ის ვებგვერდის გახსნა

2023 წლის 17 იანვარს, ოფიციალურად გაიხსნა  სამეცნიერო ჟურნალის – GEORGIAN BIOMEDICAL NEWS-ის ვებგვერდი. აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი წარმოდგენილია როგორც ჟურნალის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. GEORGIAN BIOMEDICAL NEWS-ის ვებგვერდი: www.gbmn.org  

შპს ,,აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში” აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2022 წლის 24 ოქტომბერს გამოცხადებული კონკურსის შედეგების მიხედვით აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ შემდეგი კონკურსანტები:

შპს ,,აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში” აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2022 წლის 24 ოქტომბერს გამოცხადებული კონკურსის შედეგების მიხედვით აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ შემდეგი კონკურსანტები: კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის მიმართულებით პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე- სულხან ლომინაძე; ტრავმატოლოგია/ორთოპედიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე – მერაბ კაპანაძე; მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე – თამარ ანთელავა; მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 […]