საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროგრამები

ამჟამად უნივერსიტეტი გეგმავს სამი პროგრამის განხორციელებას: დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა.

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების  მიზანია კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების აღზრდა, რომ მათ შეძლონ შემდგომი პროფესიული განვითარება. სასწავლო კურიკულუმის ინტეგრაციული სტრუქტურა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულისთვის მედიცინის საფუძვლის შექმნას, რომ მათ შეძლონ რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელება, პროფესიული მომზადება, პედაგოგიური ან/და კვლევითი მოღვაწეობა და ა.შ. პროგრამა უზრუნველყოფს:

  • შესაბამისობის დაცვას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემების მოთხოვნებისა და შესაძლებლობებს შორის.
  • კადრების მომზადებას უახლესი საინფორმაციო და სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით, მათი ტექნოლოგიური წინსვლის შესაბამისი თეორიული ცოდნითა და სამედიცინო პრაქტიკული საქმიანობისთვის საჭირო საფუძვლების აღჭურვას.

პროგრამები ითვალისწინებს კურსდამთავრებულებს სამედიცინო პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპეტენციების გამომუშავებას, რაც თავის მხრივ გულისხმობს დარგის თეორიული ცოდნასა და უნარ-ჩვევების ფლობას, რათა კურსდამთავრებულებს გამოუმუშავდეთ ზოგადი კლინიკური უნარები; კანონით და ჰუმანიზმის პრინციპებით გათვალისწინებული ნორმების მუშაობის უნარი; პაციენტების პატივისცემა, მათი ინტერესების გათვალისწინების უნარი მიუხედავად მისი სოციალური, კულტურული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა და პროფესიული ეთიკის ფარგლებში მუშაობა; ასევე კურსდამთავრებული უნდა ფლობდეს უნარს სამედიცინო ინფორმაციის მოპოვების, კრიტიკულად შეფასების, გამოყენების უნარი კლინიკური პრობლემების გადასაწყვეტად და პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა

ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის  მიზანია თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაზე ორიენტირებული მენეჯერების მომზადება, რომლებიც შეძლებენ, აამაღლონ სამედიცინო პროფილის დაწესებულებების ეფექტურობა, გააუმჯობესონ სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ხელი შეუწყონ მედიცინის სპეციალისტთა უწყვეტ განათლებას და განვითარებას.

ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

ka_GEGeorgian