ძვირფასო სტუდენტობის მსურველებო და ვებგვერდის სტუმრებო!
მაქვს პატივი, მოგესალმოთ აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის სახელით.
ჩვენი უნივერსიტეტი ახლად დაარსებულია, მაგრამ მის შექმნაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბევრი პროფესიონალი მონაწილეობდა, რომლებიც ახლაც იღწვიან უნივერსიტეტში. მათთან ერთად საქმიანობს ასევე გამორჩეული ახალგაზრდა თაობაც, ამიტომ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ასეთი სინერგია, ახალი, მძლავრი უნივერსიტეტის დაფუძნების მყარი საფუძველი გახდა.
ამ ეტაპზე ჩვენი უპირველესი ამოცანა დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაა.
ჩვენი პრიორიტეტი არის, ერთის მხრივ, სწავლების პროცესში თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების გამოყენება, მეცნიერების უახლესი მიღწევების სასწავლო პროცესში მაქსიმალურად სწრაფი ინტეგრაცია, თანამედროვე სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და მიწოდება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. მეორეს მხრივ, მიგვაჩნია, რომ ქართული სამედიცინო სკოლის ტრადიციები ძალიან მდიდარია და მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა ვრცელი ინფორმაცია მიიღონ მათ შესახებ.
სასწავლო პროცესში არსებითად არის ჩართული ორი სამკურნალო დაწესებულება: ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, რომლებსაც სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობის მრავალწლიანი ტრადიციები გააჩნიათ, ამჟამად წარმოადგენენ ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრებს. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესი მჭიდრო კავშირშია პრაქტიკულ საქმიანობასთან, რაც არსებითად უწყობს ხელს სტუდენტის პრაქტიკოს ექიმად ჩამოყალიბებას.
ჩვენი უნივერსიტეტი მოწოდებულია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც შემკული იქნებიან როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ღირსებებით და ორიენტირებული იქნებიან მუდმივ განვითარებაზე. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც ამ მიზნების შესრულებაში დაგვეხმარება.
მოხარული ვიქნები, თუ გიხილავთ ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტის ან პედაგოგის სტატუსით. ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა!
რექტორი, პროფ. შ. პეტრიაშვილი
© ყველა უფლება დაცულია.
დამზადებულია utoweb.com-ში.