“სწავლებისა და შეფასების მეთოდები”2023 წლის 23 სექტემბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სწავლებისა და შეფასების მეთოდები“. ტრენინგს ესწრებოდა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. ტრენინგის მიზანი იყო სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გაცნობა და სასწავლო პროცესში დანერგვა.

რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა, რომლის სახელწოდებაა „საერთაშორისო სკოლა კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი“

რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა, რომლის სახელწოდებაა „საერთაშორისო სკოლა კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი“. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია არის კავკასიის უნივერსიტეტი. პროექტის თანამონაწილეები არიან აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი, და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. პროექტის ხელმძღვანელია მაქსიმ იავიჩი (კავკასიის უნივერსიტეტი), პროექტის თანახელმძღვანელია ავთანდილ გაგნიძე (აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი).

საქართველოს განათლების გამოფენა 2022; ნიუ-დელი, ინდოეთი

2022 წლის 3 დეკემბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების გამოფენაში, რომელიც ჩატარდა ქალაქ ნიუ-დელიში, ინდოეთი.  გამოფენა მოეწყო საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და უმასპინძლა 16 ქართულ უნივერსიტეტს. გამოფენის მთავარი მიზანი იყო წარმოეჩინა საქართველო როგორც განათლების ჰაბი და უნივერსიტეტებს საშუალება მიეცათ პრეზენტაციების სახით წარედგინათ პროგრამები, პრიორიტეტები, შეთავაზებები და ყველა ის შესაძლებლობა რომელსაც სთავაზობენ საქართველოში განათლების მიღების […]

პროგრამული აკრედიტაცია

პროგრამული აკრედიტაცია  2022 წლის 9 აგვისტოს, აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის ერთსაფეხურიანი მედიკოსის ინგლისურენოვან პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.