2022 წლის 28 მარტს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2022 წლის 28 მარტს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს „აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტსა“ და ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა შპს „ბაიებ“-ს შორის. მემორანდუმის ფარგლებში კლინიკა უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს კლინიკურ როტაციას ნეონატოლოგიის, მეან-გინეკოლოგიის, პედიატრიისა და სამეანო რადიოლოგიის მიმართულებით.