მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტსა და American University Kyiv-ს შორის აკადემიური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს:
• სტუდენტების გაცვლით პროგრამებს, ტრენინგებისა და სტაჟირებებს.
• ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავებას.
• ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების და საჯარო ლექციების ორგანიზებას.
• წიგნების, აუდიო-ვიზუალური მასალების, პუბლიკაციების გაცვლას.
• ერთობლივი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.