Search...
Close this search box.
Search...
Close this search box.
Search...
Close this search box.
შპს „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი“ 2023 წლის 1 სექტემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს ამავე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

შპს „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი“ 2023 წლის 1 სექტემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს ამავე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

  • ა) შინაგანი მედიცინა: ორი საშტატო ერთეული – 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ- პროფესორი;
  • ბ) ქირურგია: ორი საშტატო ერთეული- 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
  • გ) პედიატრია: ორი საშტატო ერთეული- 1 ასოცირებული პროფესორი და 1 ასისტენტ-პროფესორი;
  • დ) მეანობა და გინეკოლოგია: ორი საშტატო ერთეული- 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
  • ნევროლოგია: ორი საშტატო ერთეული- 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ -პროფესორი.
  • კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ოთხი ფოტოსურათი 3X4;

დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შესაბამისი სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი; (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

ვ) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;

ზ) ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი);

თ) ცნობა არანაკლებ ექვსწლიანი სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების შესახებ.

ი) ლექციების ინგლისურ ენაზე წაკითხვის გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამის პროფესორობის კანდიდატებისათვის).

კ) სახელმწიფო სერტიფიკატები ნებადართულ კლინიკურ სპეციალობებში – საკონკურსო თანამდებობის შესაბამისად;

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამასთან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის, სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;

  • კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:

ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;

ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;

გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში).

  • საკონკურსო განცხადებების მიღება წარმოებდეს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახურში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა #9, 2023 წლის 1 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით.
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2023 წლის 20 ოქტომბერს.
  • საბუთები უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით, DVD-დისკზე ჩაწერილი სახით.
  • საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.
  • კონკურსი ჩატარდეს სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება და შეჯერება – გადაწყვეტილების მიღება).
სიახლეები

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტმა American University of Technology (Tashkent, Uzbekistan) და UNI – Universum International College (Prishtina, Kosovo)

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტმა American University of Technology (Tashkent, Uzbekistan) და UNI – Universum International College (Prishtina, Kosovo) შორის აკადემიური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. აღნიშნული მემორანდუმები

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მოხარულია გამოაქვეყნოს მისი მოწვეული პროფესორის, დოქტორ ლამარა ქადაგიძის, სამეცნიერო კვლევითი სტატიები.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მოხარულია გამოაქვეყნოს მისი მოწვეული პროფესორის, დოქტორ ლამარა ქადაგიძის,  სამეცნიერო კვლევითი სტატიები. აღნიშნული სტატიები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა სამედიცინო კომუნიკაცია, კულტურული დინამიკა და ფსიქიკური

ka_GEGeorgian
Study Medicine Europe

Nationals and residents from the United Kingdom, Ireland, USA, Canada and Australia should apply through our exclusive partner below:

Study Medicine Europe

1 Cornhill, London EC3V 3ND, UK

Email: info@studymedicineeurope.com

Site:  https://www.studymedicineeurope.com/