შპს „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი“ 2023 წლის 1 სექტემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს ამავე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
- ა) შინაგანი მედიცინა: ორი საშტატო ერთეული – 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ- პროფესორი;
- ბ) ქირურგია: ორი საშტატო ერთეული- 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
- გ) პედიატრია: ორი საშტატო ერთეული- 1 ასოცირებული პროფესორი და 1 ასისტენტ-პროფესორი;
- დ) მეანობა და გინეკოლოგია: ორი საშტატო ერთეული- 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი;
- ნევროლოგია: ორი საშტატო ერთეული- 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ -პროფესორი.
- კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოთხი ფოტოსურათი 3X4;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) შესაბამისი სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი; (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ვ) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
ზ) ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი);
თ) ცნობა არანაკლებ ექვსწლიანი სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების შესახებ.
ი) ლექციების ინგლისურ ენაზე წაკითხვის გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამის პროფესორობის კანდიდატებისათვის).
კ) სახელმწიფო სერტიფიკატები ნებადართულ კლინიკურ სპეციალობებში – საკონკურსო თანამდებობის შესაბამისად;
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:
ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამასთან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის, სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;
- კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;
ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში).
- საკონკურსო განცხადებების მიღება წარმოებდეს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახურში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა #9, 2023 წლის 1 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2023 წლის 20 ოქტომბერს.
- საბუთები უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით, DVD-დისკზე ჩაწერილი სახით.
- საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.
- კონკურსი ჩატარდეს სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება და შეჯერება – გადაწყვეტილების მიღება).