კონკურსის შედეგები

შპს „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი“ 2022 წლის 24 ოქტომბრიდან აცხადებს ღია კონკურსს ამავე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შემდეგ  აკადემიურ  თანამდებობებზე:

ა) კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის მიმართულებით პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;

ბ) ტრავმატოლოგია/ორთოპედიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;

გ) მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის  2 საშტატო ერთეულზე;

კონკურსის პირობები

  1. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
  2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:

პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი.  პროფესიული ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად ეს სავალდებულო არ არის.

  1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული), რომელიც ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.eastwest.edu.ge ;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ოთხი ფოტოსურათი 3X4;

დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შესაბამისი სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი; (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

ვ) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;

ზ) პროფესიული ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად ე) და ვ) პუნქტებში მითითებული საბუთები სავალდებულო არ არის;

თ) ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი);

ი) ცნობა სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია ცნობით დადასტურებულ იქნას არანაკლებ ექვსწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია, რომ ცნობით დადასტურებულ იქნას არანაკლებ სამწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება);

კ) პროფესიული ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად უნდა იყოს წარმოდგენილი დარგში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სპეციალური მომზადების (ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ.) დამადასტურებელი დოკუმენტები.

ლ) ლექციების ინგლისურ ენაზე წაკითხვის გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

მ) სახელმწიფო სერტიფიკატები ნებადართულ კლინიკურ სპეციალობებში – საკონკურსო თანამდებობის შესაბამისად;

  1. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:

ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;

ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;

გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში).

  1. საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახურში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა #9, 2022 წლის 24 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.
  2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2022 წლის 6 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე eastwest.edu.ge .
  3. საბუთები უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით, DVD-დისკზე ჩაწერილი სახით.
  4. საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება და შეჯერება – გადაწყვეტილების მიღება).

    სიახლეები

    გაცნობებთ რომ „აღმოსავლეთ დასავლეთ უნივერსიტეტმა” წვდომა მიიღო „EBSO”-სა და “HeinOnline”-ის სამედნიერო ბაზებზე.

    „EBSCO“ არის კვლევითი მონაცემთა ბაზების, ელექტრონული ჟურნალებისა და პაკეტების გამოწერის მართვის, წიგნების კოლექციის შემუშავებისა და შეძენის, ბიბლიოთეკის ტექნოლოგიებისა და ელექტრონული წიგნების მთავარი მიმწოდებელი უნივერსიტეტებისთვის, კოლეჯებისთვის,

    სიახლეები

    EBSCO-ს დღეები საქართველოში ამა წლის 28 და 29 ნოემბერს, კომპანია ISM_მა უკვე მეოთხედ უმასპინძლა EBSCO_ს დღეებს საქართველოში. ISM 2017 წლიდან არის  EBSCO-ს ავტორიზებული პროვაიდერი საქართველოში და ტრადიციისამებრ წელსაც გახლდათ ღონისძიების მასპინძელი.

    EBSCO-ს დღეები საქართველოში ამა წლის 28 და 29 ნოემბერს, კომპანია ISM_მა უკვე მეოთხედ უმასპინძლა EBSCO_ს დღეებს საქართველოში. ISM 2017 წლიდან არის  EBSCO-ს ავტორიზებული პროვაიდერი საქართველოში

    ka_GEGeorgian
    Study Medicine Europe

    Nationals and residents from the United Kingdom, Ireland, USA, Canada and Australia should apply through our exclusive partner below:

    Study Medicine Europe

    1 Cornhill, London EC3V 3ND, UK

    Email: info@studymedicineeurope.com

    Site:  https://www.studymedicineeurope.com/