Search...
Close this search box.
Search...
Close this search box.
Search...
Close this search box.

რატომ EWUNI

საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების ტრადიცია უკვე ას წელს ითვლის. თბილისში მიღებული ცოდნით, მსოფლიოს სამედიცინო-სამეცნიერო რუკაზე არაერთი სახელოვანი გვარია დაფიქსირებული. „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის“ მედიცინის სკოლა სწორედ ამ ტრადიციების გამგრძელებელი ცენტრია.

  • „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი“ არის უმაღლესი დაწესებულება, რომელიც ამ ეტაპზე სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებებს ემსახურება.
  • უნივერსიტეტი ახორციელებს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამას, რაც ამჟამად საკმაოდ მოთხოვნადია მსოფლიოს მაშტაბით. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ცენტრის წარმომადგენლების მიერ. აღნიშნული ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტემპუსის (ამჟამად ერაზმუს+)-ის პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია სამედიცინო განათლებაში არსებული საერთაშორისო პრაქტიკის საქართველოში დამკვიდრება. პროგრამაზე მომუშავე ჯგუფმა გაითვალისწინა საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული მიდგომები და სამედიცინო განათლებაში მიღებული გამოცდილება, რომელთა შეჯერების შედეგად შეიქმნა აღნიშნული პროგრამა.
  • ჩვენს სტუდენტებს ცოდნის ასამაღლებლად ყველა საჭირო რესურსი და გარემოპირობა აქვთ შექმნილი; საუნივერსიტეტო კლინიკები, უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობა, გამწავანებული ეზო, ტერასა, ადგილმდებარეობა, ბიბლიოთეკა და ა.შ
  • ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკაში, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.
  • უნივერსიტეტი სრულად აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ინვენტარით.
  • უნივერსიტეტის შენობა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
  • უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა  აერთიანებს ინტერაქტიული სწავლების მოდელს, რომელიც ითვალისწინებს აკადემიური პროცესის და პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობის მჭიდრო კავშირს.
  • უნივერსიტეტი გთავაზობთ კურსდამთავრებულთა საერთაშორისო კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
  • როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსებს წარმართავენ  მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად სხვადასხვა კვლევით თუ პროფესიულ საქმიანობაში არიან ჩართულნი. ეს იმას ნიშნავს, რომ მედიცინის სკოლის  სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად მიიღონ მონაწილეობა ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებასა და არსებული მეთოდოლოგიის დახვეწაში.
  • უნივერსიტეტის კორპუსები და საუნივერსიტეტო კლინიკები განლაგებულია საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ქალაქის ცენტრალურ რაიონებში.
ka_GEGeorgian
Study Medicine Europe

Nationals and residents from the United Kingdom, Ireland, USA, Canada and Australia should apply through our exclusive partner below:

Study Medicine Europe

1 Cornhill, London EC3V 3ND, UK

Email: info@studymedicineeurope.com

Site:  https://www.studymedicineeurope.com/