შრომის ბაზრის კვლევა და ანალიზი აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამებისთვის
შრომის ბაზრის კვლევა და ანალიზი აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამებისთვის
შიდა მიზნობრივი საგრანტო კონკურსი
განაცხადების მიღება: 21 ოქტ. – 21 ნოემ. 2026
გრანტი: 18 000 ლარამდე
ხანგრძლივობა: 4 თვემდე
აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტი აცხადებს შიდა მიზნობრივ საგრანტო კონკურსს. მისი მიზანია უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების შრომის ბაზართან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კურიკულუმის გაძლიერება და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა.
ვის შეუძლია მონაწილეობა
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და ანალიტიკოსებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს.
პროექტის წარდგენა შეიძლება ინდივიდუალურად ან გუნდურად. გუნდში მაქსიმუმ 5 წევრია და მას უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი.
დაფინანსება და ვადა
საგრანტო თანხა: არაუმეტეს 18 000 ლარისა (ოდენობა დამოკიდებულია პროექტით მოცული პროგრამების რაოდენობაზე).
პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 4 თვისა პროექტის დაწყების დღიდან.
საკვლევი აკადემიური პროგრამები
ერთსაფეხურიანი:
დიპლომირებული მედიკოსი
საბაკალავრო:
საერთაშორისო ბიზნესი
გლობალური მენეჯმენტი
ბიზნესის საინფორმაციო სისტემები
სამაგისტრო:
აღმასრულებელი მაგისტრი ლიდერობასა და მენეჯმენტში
გლობალური მენეჯმენტი
ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი
ბიზნეს ანალიტიკა
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში
შენიშვნა: პროექტი შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე შერჩეულ პროგრამას. შედეგები თითოეული პროგრამისთვის ცალ-ცალკე უნდა იყოს წარმოდგენილი.
პრიორიტეტული მიმართულებები
შრომის ბაზრის მოთხოვნის ანალიზი (Labor Demand)
დასაქმების პოტენციალის შეფასება
გლობალური ტენდენციები და პროგნოზირება (Labor Trends and Forecast)
დამსაქმებელთა გამოკითხვა და ფოკუს-ჯგუფები
შედარებითი საერთაშორისო კვლევა (ASU-ს მოდელის ადაპტაცია)
როგორ წარვადგინოთ განაცხადი
შეავსეთ განაცხადის ფორმა.
დაურთეთ ბიუჯეტის დეტალიზაცია და გუნდის წევრების CV-ები.
გამოგზავნეთ 2026 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: ngamsakhurdia@eastwest.edu.ge
წერილის თემაში მიუთითეთ: „საგრანტო კონკურსი — [პროექტის სათაური]“.
ყურადღება: ვადის დარღვევით ან არასრული დოკუმენტაციით წარდგენილი განაცხადი არ განიხილება.
დოკუმენტები
საკონტაქტო პირი: ნინო გამსახურდია, სამეცნიერო კვლევების განვითარების სამსახურის უფროსი



























