SPHERE 2025, ყოველწლიური კონფერენცია და ბოლონიის სიმპოზიუმი

SPHERE 2025, ყოველწლიური კონფერენცია და ბოლონიის სიმპოზიუმი

15-10-2025

2025 წლის 1–3 ოქტომბერს რუმინეთში, ბუქარესტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროპის კომისიის (EACEA), OBREAL Global-ის და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ორგანიზებით გაიმართა, SPHERE 2025, ბოლონიის პროცესების შემაჯამებელი ყოველწლიური კონფერენცია და სიმპოზიუმი.

სპეციალური მოწვევით აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ERASMUS + საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE),  პროფესორი ნათია ზედგინიძე -ჯიშკარიანი.

კონფერენციამ გააერთიანა სამინისტროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ERASMUS + ეროვნული ოფისებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტების (HEREs) წარმომადგენლები, რათა განხილულიყო ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) განვითარების ტენდენციები და მისი გლობალური მნიშვნელობა.

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE), პროფესორი ნათია ზედგინიძე სიმპოზიუმზე გამოვიდა შემაჯამაბელი მოხსენებით საქართველოს უმაღლესი განათლებაში ბოლონიის პროცესების შედეგების და სამომავლო სტრატეგიული მიზნების თაობაზე

დისკუსიები შეეხო უმაღლესი განათლების რეფორმას, ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას, განათლების გაციფრულებასა და გლობალური თანამშრომლობის როლს ხარისხის გაუმჯობესებისა და ინსტიტუციური მმართველობის გაძლიერების პროცესში.

ბოლო სიახლეები