აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მოხარულია გამოაქვეყნოს მისი მოწვეული პროფესორის, დოქტორ ლამარა ქადაგიძის, სამეცნიერო კვლევითი სტატიები. აღნიშნული სტატიები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა სამედიცინო კომუნიკაცია, კულტურული დინამიკა და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დოქტორ ქადაგიძის პუბლიკაციებში ასახულია, როგორც მისი გამოცდილებები, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის ჩართულობას აღნიშნული მიმართულებების განვითარებაში.
1. წინაღობების გარღვევა: “პროფესიული ინგლისური ენის და კომუნიკაციის” საგნების როლი სამედიცინო განათლებაში.
დოქტორ ქადაგიძის სტატია სახელწოდებით ‘წინაღობების გარღვევა: “პროფესიული ინგლისური ენის და კომუნიკაციის” საგნების როლი სამედიცინო განათლებაში. ” ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ევროპის სამეცნიერო ჟურნალში (doi:10.19044/esj.2024.v20n37). აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პერსონალთან თანამშრომლობით ჩატარებული ეს კვლევა მოიცავს ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარის მნიშვნელობას, მულტიკულტურული ჯანდაცვის პირობებში, განსაკუთრებით ექიმებსა და პაციენტებს შორის ურთიერთობის დროს. სპეციალიზებული კურსის , „პროფესიული ინგლისური და კომუნიკაცია“, შემუშავების საშუალებით, დოქტორ ქადაგიძის კვლევა აჩვენებს, თუ როგორ ამზადებს მიზნობრივი ენის ტრენინგი სამედიცინო სტუდენტებს ეფექტური კომუნიკაციისთვის. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის მხარდამჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტუდენტების ჩართულობის წახალისებაში.
2. კულტურული დინამიკა ქართულ კერძო უნივერსიტეტებში: კომუნიკაციისა და ემოციური ინტელექტის კვლევა.
“კულტურული დინამიკა ქართულ კერძო უნივერსიტეტებში: კომუნიკაციისა და ემოციური ინტელექტის შესწავლა”, დოქტორი ქადაგიძე იკვლევს კულტურული მრავალფეროვნების სირთულეებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ფოკუსირებულია აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტსა და საქართველოს იმ უნივერსიტეტებზე, რომლებიც კულტურათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეს კვლევა წარმოდგენილია პარიზის მე-10 საერთაშორისო კონგრესზე. აღნიშნული კვლევა გვთავაზობს პრაქტიკულ რეკომენდაციებს ინკლუზიური, კულტურულად გაცნობიერებული სწავლის გამოცდილების ხელშეწყობისთვის, რომელიც ამზადებს სტუდენტებს გლობალიზებული ურთიერთქმედებისთვის. https://www.iksadparis.org/…/614b1f…
3. ექიმი ჯამბაზების ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური სარგებელი თანამედროვე ჯანდაცვაში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც დოქტორმა ქადაგიძემ წარადგინა კვიპროსში, სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებათა მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, იკვლევს“. ექიმი ჯამბაზების ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ სარგებელს თანამედროვე ჯანდაცვაში. “ ეს ინოვაციური კვლევა ხაზს უსვამს იუმორის თერაპიულ როლს მკურნალობის დროს.სტუდენტები მონაწილეობენ როლურ აქტივობებში, რომლებიც მოიცავს ექიმისა და პაციენტის ურთიერთქმედების სიმულაციას. ყოველივე ეს მათ საშუალებას აძლევს უშუალოდ დააკვირდნენ ემპათიისა და იუმორის სარგებელს ჯანდაცვის სფეროში.
https://en.ispecongress.org/…/614b1f…
4. გლობალური სტიგმები მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ: კულტურული და ეთნიკური მსგავსებები და ხელშემწყობი ფაქტორები.
დოქტორ ქადაგიძის კვლევა თემაზე „. გლობალური სტიგმები მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ: კულტურული და ეთნიკური მსგავსებები და ხელშემწყობი ფაქტორები“ წარმოდგენილი იყო ტეხასის საერთაშორისო კონგრესზე, თემა: სამეცნიერო კვლევები და ინოვაციები. ეს კვლევა ეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმატიზაციის გავრცელებულ საკითხს კულტურებში, იკვლევს სოციალურ-კულტურულ გავლენას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ინდოეთი და გერმანია. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კვლევის წარმატებით დასრულებაში. აღნიშნული კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები ასახავს საერთო სტიგმატიზებულ აღქმას და მხარს უჭერს კულტურულად ინფორმირებულ საგანმანათლებლო სტრატეგიებს, რათა შეამციროს ფსიქიკური ჯანმრთელობისაგან გამოწვეული ბარიერები.
https://www.iksadamerica.org/books