2024 წლის 17 ოქტომბრიდან „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა სპეციალისტს, ვისაც აქვს შესაბამისი აკადემიური ხარისხი.
პოზიციები:
- პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
- ასოცირებული პროფესორი – 8 საშტატო ერთეული
- ასისტენტ-პროფესორი – 4 საშტატო ერთეული
მოთხოვნები:
- უნდა ჰქონდეს შესაბამისი აკადემიური ხარისხი (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული).
- კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილება.
- ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების გამოცდილება.
დოკუმენტაციის წარდგენა:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა ელექტრონულად ან მატერიალურად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული)
- პირადობის მოწმობის ასლი
- ოთხი ფოტოსურათი 3X4
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
- შესაბამისი სამეცნიერო ან დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი
- ერთი სამეცნიერო ნაშრომი
- ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი)
- ცნობა სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების შესახებ
- ლექციების ინგლისურ ენაზე წაკითხვის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
შერჩევის პროცესში:
- დოკუმენტაციის შესწავლა
- პირველადი შეფასება
- გასაუბრება
განაცხადების მიღება:
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე: info@eastwest.edu.ge.
გამოგზავნის ბოლო ვადა 22 ნოემბერი.
დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის“ ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურს, მისამართზე: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა #9.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 29 ნოემბერს.