Clinical Education: Instructor Level I – ვორქშოფი აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში.
Clinical Education: Instructor Level I – ვორქშოფი აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში.
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტისა და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თანამშრომლობის ფარგლებში, Cintana Education-თან ერთად, 4-5 ნოემბერს, ორდღიანი ვორქშოფი – „Clinical Education: Instructor Level I“, ჩატარდა, რომელსაც დოქტორი მანოელა მალტა, Cintana Education-ის ჯანდაცვის მეცნიერებების, განათლებისა და პროდუქტების დირექტორი გაუძღვა.
ღონისძიების მიზანი – კლინიკური და პრეკლინიკური მიმართულების აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სიმულაციაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიების გაზიარება გახლდათ. მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით შეისწავლეს Task Training, Peer-to-Peer და Simulation Scenario სესიების ორგანიზებისა და მართვის მეთოდოლოგიები.
ვორქშოფში აქტიურად იყვნენ ჩართული EWU-ის სტუდენტებიც, რომლებიც სიმულაციურ სესიებში მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ ღონისძიებაში 50-ზე მეტმა პროფესორმა და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, მიზნად კი აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში (Powered by Arizona State University) კლინიკური განათლების ხარისხის გაძლიერება და სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა დაისახა.
























































