EBSCO-ს დღეები საქართველოში
ამა წლის 28 და 29 ნოემბერს, კომპანია ISM_მა უკვე მეოთხედ უმასპინძლა EBSCO_ს დღეებს საქართველოში. ISM 2017 წლიდან არის EBSCO-ს ავტორიზებული პროვაიდერი საქართველოში და ტრადიციისამებრ წელსაც გახლდათ ღონისძიების მასპინძელი.
ISM (Innovative Systems Institute) იკვლევს, ავითარებს, ნერგავს ინოვაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ინფორმაციულ სისტემებს, რათა ხელი შეუწყოს ინკლუზიურ ციფრულ ტრანსფორმაციას სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: განათლება, კულტურა, ბიზნესი, ელმთავრობა და სამოქალაქო სექტორი.
EBSCO ეს არის კვლევითი მონაცემთა ბაზების, ელექტრონული ჟურნალების, ელექტრონული წიგნების, აკადემიური ბიბლიოთეკების საძიებო სისტემების, საბიბლიოთეკო ტექნოლოგიებისა და კლინიკური გადაწყვეტების მთავარი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე სასწავლო დაწესებულებებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის, კვლევითი ინსტიტუტებისთვის, კოლეჯებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კორპორაციებისთვის.
28 ნოემბერის შეხვედრა განკუთვნილი იყო უმაღლესი და პორფესიული სასწავლებლებისათვის და შედგებოდა ორი ნაწილისაგან;
პირველ ნაწილზე განხილული იყო შემდეგი სახკითხები:
- ISM_ის სერვისები;
- EBSCO-ISM სამუშაო ანგარიში;
- EBSCO ელექტრონული სამეცნიერო ბაზები და მათი პრაქტიკული გამოყენება;
- განახლებული შეთავაზებები;
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო:
- უნივერსიტეტების მხრიდან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას;
- EBSCO_ს ელექტრონული ბაზების მაღალი გამოყენების სტატისტიკის მქონე უნივერსიტეტების დაჯილდოვებას;
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში აკრედიტირებული 18 უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენელი. ყველა მათგანი მიიღებს ერთთვიან უფასო წვდომას მათთვის სასურველ EBSCO_ს ელექტრონული სამეცნიერო ბაზიდან ერთ-ერთზე.
შეხვედრას უძღვებოდა ISM გუნდი და EBSCO-ს რეგიონალური მენეჯრი Aliaksandr Rytau, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ებსკოს სერვისები. მოწვეულმა EBSCO-ს ტრენერმა, Iryna Serzhan ჩაატარა EBSCO-ს სერვისების გამოყენების ტრენინგი.