2022 წლის 3 დეკემბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების გამოფენაში, რომელიც ჩატარდა ქალაქ ნიუ-დელიში, ინდოეთი. გამოფენა მოეწყო საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და უმასპინძლა 16 ქართულ უნივერსიტეტს.
გამოფენის მთავარი მიზანი იყო წარმოეჩინა საქართველო როგორც განათლების ჰაბი და უნივერსიტეტებს საშუალება მიეცათ პრეზენტაციების სახით წარედგინათ პროგრამები, პრიორიტეტები, შეთავაზებები და ყველა ის შესაძლებლობა რომელსაც სთავაზობენ საქართველოში განათლების მიღების მსურველ კანდიდატებს.
გამოფენა გახსნა ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა. მან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში განათლების სექტორის პოტენციალსა და განათლების საერთაშორისო გამოფენის მნიშვნელობაზე საერთაშორისო სტუდენტებისთვის ქართულ უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
აღსანიშნავია, ეს იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს განათლების პირველი გამოფენა, რომელშიც 16 ქართული უნივერსიტეტი ერთობლივად მონაწილეობდა.
გამოფენამ წარმატებით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. შესაბამისად, დაიგეგმა გამოფენის ორგანიზება სამომავლოდაც.