შპს „აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი“ 2022 წლის 24 ოქტომბრიდან აცხადებს ღია კონკურსს ამავე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
ა) კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის მიმართულებით პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ბ) ტრავმატოლოგია/ორთოპედიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
გ) მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 2 საშტატო ერთეულზე;
კონკურსის პირობები
- კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:
პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. პროფესიული ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად ეს სავალდებულო არ არის.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული), რომელიც ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.eastwest.edu.ge ;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოთხი ფოტოსურათი 3X4;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) შესაბამისი სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი; (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ვ) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
ზ) პროფესიული ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად ე) და ვ) პუნქტებში მითითებული საბუთები სავალდებულო არ არის;
თ) ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი);
ი) ცნობა სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია ცნობით დადასტურებულ იქნას არანაკლებ ექვსწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია, რომ ცნობით დადასტურებულ იქნას არანაკლებ სამწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება);
კ) პროფესიული ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად უნდა იყოს წარმოდგენილი დარგში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სპეციალური მომზადების (ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ.) დამადასტურებელი დოკუმენტები.
ლ) ლექციების ინგლისურ ენაზე წაკითხვის გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მ) სახელმწიფო სერტიფიკატები ნებადართულ კლინიკურ სპეციალობებში – საკონკურსო თანამდებობის შესაბამისად;
- კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;
ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში).
- საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახურში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა #9, 2022 წლის 24 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2022 წლის 6 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე eastwest.edu.ge .
- საბუთები უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით, DVD-დისკზე ჩაწერილი სახით.
- საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება და შეჯერება – გადაწყვეტილების მიღება).