AI-ის დანერგვისა და EU AI Act-თან შესაბამისობის მზაობის შესწავლა საქართველოში

AI-ის დანერგვისა და EU AI Act-თან შესაბამისობის მზაობის შესწავლა საქართველოში

17-09-2026

East-West University-ში გაიმართა ექსპერტული ვორქშოპი თემაზე AI-ის დანერგვა და საქართველოს საწარმოების მზაობა EU AI Act-ის მოთხოვნებისთვის, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტმა Keele University-ის დოქტორ კოლინ რიგბის უმასპინძლა.

ვორქშოპმა აკადემიური, ბიზნესისა და მარეგულირებელი სფეროების წარმომადგენლებს მოუყარა თავი. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს, როგორ იყენებენ და ნერგავენ ხელოვნურ ინტელექტს ქართული საწარმოები, ასევე იმსჯელეს კვლევის ფარგლებში შემუშავებულ კვლევის კითხვარზე და მის შემდგომ განვითარებაზე.

დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთ ევროპის გამოცდილებას, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, უკეთ შეაფასონ საქართველოში AI-ის დანერგვასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და გამოწვევები.

შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, კვლევის მიდგომის დასახვეწად და პროექტის შემდგომი ეტაპების განსახილველად.

ვუხდით მადლობას დოქტორ კოლინ რიგბის და შეხვედრის ყველა მონაწილეს მნიშვნელოვანი წვლილისა და საინტერესო დისკუსიისთვის, რომელიც საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების მომავალს ეხებოდა.