ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის აკადემიური კონკურსის შედეგები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის აკადემიური კონკურსის შედეგები
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის პრეზიდენტის 2025 წლის 8 დეკემბრის N01-164 ბრძანების საფუძველზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლაში გამოცხადდა ღია აკადემიური კონკურსი 43 საშტატო ერთეულის დასაკავებლად:
- პროფესორი – 7 საშტატო ერთეული;
- ასოცირებული პროფესორი – 14 საშტატო ერთეული;
- ასისტენტ-პროფესორი – 22 საშტატო ერთეული.
კონკურსის ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, პრეზიდენტის 2025 წლის 24 დეკემბრის N01-180 ბრძანებით შეიქმნა საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ნასყიდაშვილი (კომისიის თავმჯდომარე), ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი, ავთანდილ გაგნიძე, ხათუნა საგანელიძე და ლია ობგაიძე.
კონკურსის მიმდინარეობა
პირველი ეტაპი: ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების სამსახურმა კომისიას 44 განაცხადი წარუდგინა. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 38 კანდიდატი.
მეორე ეტაპი: 2026 წლის 20-21 იანვარს ჩატარდა გასაუბრებები, სადაც კომისიამ შეაფასა კანდიდატთა აკადემიური პოტენციალი, კვლევითი გამოცდილება და ადმინისტრაციული საქმიანობა. გასაუბრების ეტაპი წარმატებით 35-მა კანდიდატმა გადალახა.
კონკურსის ფარგლებში, ორ აპლიკანტს გაეწია რეკომენდაცია სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობაზე, ხოლო ერთს – მოწვეული ლექტორის პოზიციაზე.
შედეგების დამტკიცება
კომისიის დასკვნის საფუძველზე, 2026 წლის 26 იანვრის N01-10 ბრძანებით, გამარჯვებული კანდიდატები დაინიშნენ შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე. ინფორმაცია გამარჯვებულთა შესახებ 27 იანვარს ოფიციალურად გამოქვეყნდა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.


























