აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი (Powered by Arizona State University) ქალთა და ახალგაზრდული მეწარმეობის საერთაშორისო სამიტზე – აფიონი, თურქეთი

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (Powered by Arizona State University) ვიცე- პრეზიდენტი, პროფესორი ხათუნა საგანელიძისთვის, დიდი პატივი გახლდათ, ყოფილიყო მთავარი სპიკერი, 2025 წლის 26–27 სექტემბერს, აფიონში, თურქეთში გამართულ ქალთა და ახალგაზრდული მეწარმეობის საერთაშორისო სამიტზე. ღონისძიება ორგანიზებული იყო Zafer Development Agency-ის (შექმნილია თურქეთის მინისტრთა საბჭოს მიერ) და International Entrepreneurial Businesswomen Association (UGİKAD)-ის მიერ.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილებას მხარი დაუჭირა საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტომ, რითაც ხაზი გაუსვა განათლების, ლიდერობისა და საზოგადოებრივი განვითარების პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას.
სამიტის ფარგლებში, პროფესორმა ხათუნა საგანელიძემ, მკაფიოდ გამოკვეთა ქალთა გაძლიერების მნიშვნელობა განათლების, ლიდერობისა და ბიზნესის სფეროებში, ასევე მიაღწია შეთანხმებებს ადგილობრივი სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ამ ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი (Powered by Arizona State University) იწყებს ქალთა გაძლიერების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, პროფესიული განვითარების მხარდაჭერას და ქალთა ლიდერული უნარების გაძლიერებას.