საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგით მე-16 სხდომა, სადაც ერთხმად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (Powered by Arizona State University) გაწევრიანების შესახებ.

25-09-2025

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ეტაპია უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარებისა და მისი ინტეგრაციისთვის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

სხდომას ესწრებოდნენ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯოზეპ გარელი, რომელმაც EUA-ის (European University Association) ძირითადი ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა, ასევე EUA-ის სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი მაურიციო ტირა, საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და მოწვეული სტუმრები.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ( Powered by Arizona State University) გაწევრიანება კიდევ უფრო განამტკიცებს მის როლს ქართულ და ევროპულ აკადემიურ საზოგადოებაში, და გახსნის ახალ შესაძლებლობებს სამეცნიერო თანამშრომლობისა და ხარისხიანი განათლების განვითარების მიმართულებით.

ბოლო სიახლეები