კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში – ეს არის ადგილი, სადაც საქართველოში შეგიძლიათ მიიღოთ ამერიკული სტანდარტების შესაბამისი განათლება, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (Arizona State University) აკადემიური მხარდაჭერით. ჩვენი მიზანია სტუდენტებს შევთავაზოთ საერთაშორისო ხარისხის განათლება, რომელიც მათ მოამზადებს წარმატებული კარიერისთვის როგორც საქართველოში, ისე გლობალურ გარემოში.

როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის პრეზიდენტისთვის, ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო უნივერსიტეტს, რომელმაც მოკლე დროში დაიმკვიდრა თავი როგორც პროგრესული და საერთაშორისო განათლების ცენტრმა საქართველოში.

დაარსების დღიდან ჩვენ ვქმნით ისეთ სასწავლო გარემოს, რომელიც სტუდენტებს არა მხოლოდ შთააგონებს და ინტელექტუალურ გამოწვევებს სთავაზობს, არამედ ავითარებს მათ გლობალურ ხედვას. ჩვენი პროგრამები დაფუძნებულია ამერიკულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და CINTANA Education-ის აკადემიური ხელშეწყობით.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში წარმოდგენილია სხვადასხვა აკადემიური მიმართულება, მათ შორის მედიცინის სკოლა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლა, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ პროგრამებს, საერთაშორისო სტანდარტების სწავლების მეთოდებითა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომით.

უნივერსიტეტის კამპუსები სრულად მორგებულია სტუდენტების საჭიროებებსა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები, უახლესი ლაბორატორიები და პროფესიონალი აკადემიური გუნდი ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს აკადემიურ წარმატებასა და სტუდენტების პიროვნულ განვითარებას.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი, გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ ინოვაციური აკადემიური გარემოს ნაწილი და მიიღოთ განათლება, რომელიც გაგიხსნით გზას გლობალური შესაძლებლობებისკენ. მოხარული ვიქნები, თუ შემოგვიერთდებით და გავხდებით თქვენი განვითარების, ახალი აღმოჩენებისა და წარმატების გზის ნაწილი.

პატივისცემით,
გიორგი ხუროძე
პრეზიდენტი