შპს „აღმოსავლეთ – დასავლეთ უნივერსიტეტი“ (Powered By Arizona State University) ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლაში აკადემიური თანამდებობების დასაკავებელ ღია კონკურსს აცხადებს

შპს „აღმოსავლეთ – დასავლეთ უნივერსიტეტი“ (Powered By Arizona State University) ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლაში აკადემიური თანამდებობების დასაკავებელ ღია კონკურსს აცხადებს

01-08-2025

2025 წლის 31 ივლისიდან „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს  ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლაში ინგლისურენოვან პროგრამებზე ინგლისურენოვანი სწავლებისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხისხის მქონე პირებს.

პოზიციები:

სულ 20 საშტატო ერთეულზე:

პროფესორი – 4 საშტატო ერთეული;

ასოცირებული პროფესორი – 10 საშტატო ერთეული;

ასისტენტ-პროფესორი – 6 საშტატო ერთეული.

ა) აკადემიური თანამდებობა – პროფესორი:

მიმართულება –  მენეჯმენტი და ბიზნესის ადმინისტრირება, 2 (ორი) საშტატო ერთეული;

მიმართულება – ინფორმაციული ტექნოლოგიები, 2 (ორი) საშტატო ერთეული;

ბ) აკადემიური თანამდებობა –  ასოცირებული პროფესორი:

მიმართულება –  მენეჯმენტი და ბიზნესის ადმინისტრირება, 2 (ორი) საშტატო ერთეული;

მიმართულება – ფინანსები,  2 (ორი) საშტატო ერთეული;

მიმართულება – მარკეტინგი , 1 (ერთი) საშტატო ერთეული;

მიმართულება – ეკონომიკა, 2 (ორი) საშტატო ერთეული;

მიმართულება – ინფორმაციული ტექნოლოგიები 3 (სამი) საშტატო ერთეული;

გ) აკადემიური თანამდებობა – ასისტენტ-პროფესორი:

მიმართულება – მენეჯმენტი და  ბიზნესის ადმინისტრირება 1 (ერთი) საშტატო ერთეული;

მიმართულება  – ფინანსები, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;

მიმართულება – სტატისტიკა, 2 (ერთი) საშტატო ერთეული;

მიმართლება – ინფორმაციული ტექნოლოგიები 2(ორი) საშტატო ერთეული;

საკონკურსო პირობები:

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6  წლის გამოცდილება;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან უნდა იყოს შესაბამისი საკონკურსო მიმართულების დოქტორანტი;

 

 

დოკუმენტაციის წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი
  3. ერთი სამეცნიერო ნაშრომი
  4. სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი ან სილაბუს(ებ)ის გეგმა;
  5. ცნობა სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში)
  6. ლექციების ინგლისურ ენაზე წაკითხვის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  7. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”

შერჩევის პროცესი:

  • დოკუმენტაციის შესწავლა – 2025 წლის 8-12 სექტემბერი
  • გასაუბრება – 2025 წლის 15-19 სექტემბერი
  • აკადემიური კონკურსის გადაწყვეტილება  2025 წლის 19 სექტემბერი.

 

განაცხადების მიღება:

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე: HR@eastwest.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

გამოგზავნის ბოლო ვადა 2025 წლის 8 სექტემბრის დილის 10 საათი.

დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის“ ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურს, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. 68ბ.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 22 სექტემბერს.

ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, უნივერსიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

ბრძანება