მორიგი წარმატებული პარტნიორული თანამშრომლობა!

მორიგი წარმატებული პარტნიორული თანამშრომლობა!

12-11-2025

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტსა (Powered by Arizona State University) და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ – დასავლეთ უნივერსიტეტის (powered by Arizona State University) ბიზნესისა და ტექნოლოგიების პროგრამების სტუდენტთა პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას.  აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მათ მიეცემათ სტაჟირების შესაძლებლობები, ერთობლივ პროექტებში, პრაქტიკულ ტრენინგებსა და ინიციატივებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს  ბიზნესისა და ტექნოლოგიების პროგრამების ბაკალავრიატის, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (Powered by Arizona State University) მისიაა უზრუნველყოს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლება, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას. IDS ბორჯომი საქართველოსთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობა.