ვიზიტი ყაზახეთის ეროვნულ კვლევით ინსტიტუტში
ვიზიტი ყაზახეთის ეროვნულ კვლევით ინსტიტუტში
2025 წლის 18 – 21 ივნისს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ავთანდილ გაგნიძე იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებით ყაზახეთში, ყაზახეთის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მიწვევით, როგორც სამეცნიერო საბჭოს საერთაშორისო წევრი. ვიზიტის დროს ავთანდილ გაგნიძე შეხვდა ინსტიტუტის ხელმძღვანელობას და ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის და კიბერუსაფრთხოების ფაკულტეტის ხელმძღვანელობას. მან გააკეთა მოხსენება სამეცნიერო სემინარზე და მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში.