გასვლითი სამუშაო შეხვედრა!

გასვლითი სამუშაო შეხვედრა!

31-07-2025

30 ივლისს, გაიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (Powered by Arizona State University) ადმინისტრაციული პერსონალის გასვლითი სამუშაო შეხვედრა.

💬 როგორც გიორგი ხუროძემ, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, აღნიშნა:

„აღნიშნული გასვლითი შეხვედრის მიზანს წარმოადგენს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტრატეგიული სალიცენზიო ხელშეკრულების შესაბამისად თანამშრომლობის ფარგლებში დასახული პრიორიტეტების, მიზნების და ამოცანების ჭრილში საკითხების განხილვა, რაც უნივერსიტეტის, როგორც რეგიონში საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბებას ემსახურება.“

შეხვედრის მიზნად განისაზღვრა:
არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში დასახული პრიორიტეტების, მიზნების და ამოცანების თაობაზე მსჯელობა, ასევე უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის კონტექსტში იმ ნაბიჯების განხილვა, რომლებიც Arizona State University-სა და CINTANA Education-თან პარტნიორობით უნდა გადაიდგას.

ნათია ზედგინიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ:

„არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სალიცენზიო შეთანხმებით აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი სტრატეგიულ პარტნიორად განისაზღვრა რეგიონში. შესაბამისად, მსგავსი ტიპის შიდა ინსტიტუციური გასვლითი ღონისძიებები ემსახურება სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას და ქმნის სივრცეს იდეების გაცვლისათვის.“

შესაბამისად, შეხვედრა დაეთმო 2026–2027 აკადემიური წლის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემდეგ თემებს:

🔺 სტრატეგიული პრიორიტეტები, მიზნები, ამოცანები და შესრულების KPI ინდიკატორები
🔺 გლობალურ, კვლევით და ინოვაციურ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობები
🔺 რესურსები და შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისთვის
🔺 სტუდენტების რეკრუტირების სტრატეგიები და მათთვის საჭირო სასწავლო/ადაპტაციური სერვისები
🔺 უნივერსიტეტის მიერ მიღებული ექვსწლიანი ავტორიზაციის შედეგები

მადლობას ვუხდით „საბადოს“ არაჩვეულებრივ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ და უნიკალური ინფრასტრუქტურის მქონე სივრცეში მასპინძლობისათვის.