აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2025-2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2025-2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2025-2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის. ვაკანტური ადგილებისა და სწავლის საფასურის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2026 წლის 28 იანვრიდან – 11 თებერვლის 18:00 საათამდე. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა არის 16 თებერვალი.
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია 16-20 თებერვალი.
მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
განცხადების ფორმა;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი;
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე: 0322157172, 593230444 ან იხილონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი.



























