აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერიტეტის (Powered by Arizona State University) პროფესორი საერთაშორისო კონფერენციაზე „Bridges 2025“
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერიტეტის (Powered by Arizona State University) პროფესორი საერთაშორისო კონფერენციაზე „Bridges 2025“
22 ოქტომბერს, პრაღაში, Columna-ის კონგრეს-ცენტრში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე – „Bridges 2025“, ერთ-ერთი მთავარი სპიკერი აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერიტეტის (Powered by Arizona State University) მედიცინის სკოლის პროფესორი, უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელი, ჟირი დოსტალი იყო.
პროფ.დოსტალის გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მან განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა სხეულის ადაპტაციური მექანიზმები და სამეცნიერო მიდგომების მნიშვნელობა თანამედროვე სამედიცინო განათლებაში. ასევე ხაზი გაუსვა, სხეულის ფუნქციონირების სიღრმისეული გაგების მნიშვნელობას, როგორც სამედიცინო პრაქტიკაში, ისე რეაბილიტაციისა და ჯანმრთელობის მეცნიერებებში.
პროფ. დოსტალის მიერ გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება, ფიზიოლოგიისა და ადამიანის სისტემური ფუნქციების მიმართულებით, EWU-ს სტუდენტებს, მომავალ ექიმებს, ეხმარება უკეთ გაიაზრონ ჯანმრთელობის, აღდგენისა და სხეულის მუშაობის მექანიზმები, აძლიერებს კრიტიკულ აზროვნებას და ხელს უწყობს სტუდენტთა პროფესიული განვითარებას.
- Jiří Dostal
- Jiří Dostal
- Jiří Dostal
- Jiří Dostal































