აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს SESAM 2025 კონფერენციაში
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს SESAM 2025 კონფერენციაში
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ვალენსიაში გამართულ SESAM 2025-ის კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები შეიკრიბნენ, სიმულაციურ განათლებაში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების განსახილველად.
კონფერენციაში მონაწილეობდა, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი, ბესიკ ქათამაძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული დისკუსიებში, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სამედიცინო განათლებაში სიმულაციის მომავალი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მოწადინებულია დანერგოს ყველა თანამედროვე სიმულაციური ტექნოლოგია, რათა სტუდენტებს მიაწოდოს პრაქტიკული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის კლინიკური განათლება.
უნივერსიტეტის თანამშრომლობა კომპანია თბილისი-მედიკთან ხელს უწყობს თანამედროვე სასწავლო მეთოდების განვითარებას ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრაციის გზით.
SESAM 2025-ში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის მზადყოფნას მაღალი აკადემიური სტანდარტების, ინოვაციური მიდგომებისა და სწავლების ინფრასტრუქტურის უწყვეტი გაუმჯობესებისკენ.