აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტი და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ახალი ნაბიჯები აკადემიური სრულყოფილებისკენ
აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტი და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ახალი ნაბიჯები აკადემიური სრულყოფილებისკენ
აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტში აკადემიური სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ASU) პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა. სესიის მთავარი მიზანი აკადემიური სრულყოფილების გაძლიერება და სტუდენტებისთვის ტრანსფორმაციული, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო გამოცდილების შეთავაზება იყო.
ვორქშოფს უძღვებოდნენ Agueda Benito, Cintana Education-ის Chief Academic Officer, და Nezha Alami, Cintana Education-ის Academic Vice President. მათი ხელმძღვანელობით შეხვედრა ფოკუსირებული იყო პროგრამების სტრატეგიულ განვითარებასა და ASU-ს აკადემიური ჩარჩოების ეფექტიან ინტეგრაციაზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის დეკანები, პროგრამების ხელმძღვანელები და აკადემიური პერსონალი. სამუშაო ჯგუფებმა აქტიურად იმუშავეს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე:
- კურიკულუმის განვითარება — სასწავლო გეგმების მოდერნიზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
- სწავლის შედეგები — სწავლების პროცესში სტუდენტის მიერ კონკრეტული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ათვისებაზე აქცენტის გაძლიერება;
- ASU-ს ინტეგრირება — პროგრამებში არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური კონტენტისა და „Powered by ASU“ კომპონენტების დანერგვა.
როგორც Nezha Alami-მ აღნიშნა:
„ვორქშოფის მიზანია აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ერთად განვავითაროთ აკადემიური სრულყოფილება და შევთავაზოთ სტუდენტებს ტრანსფორმაციული, მაღალი ხარისხის სასწავლო გამოცდილება.“
აღნიშნული თანამშრომლობა უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში დანერგოს ამერიკული განათლების მაღალი სტანდარტები და გააძლიეროს სტუდენტების კონკურენტუნარიანობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სივრცეში.
სესიის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები, რაც პროგრამების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლასა და პარტნიორობის გაღრმავებას ადასტურებს.



























