ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზები

Cambridge Journals Online
https://www.cambridge.org/core – მოიცავს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების ჟურნალებს, მათ შორის: ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი, მენეჯმენტი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია და კომუნიკაცია.

e-Duke Journals Scholarly Collection
https://read.dukeupress.edu/ – წარმოდგენილია ჟურნალები შემდეგი მიმართულებით: ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონალური და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია.

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books
https://www.elgaronline.com/ – წარმოდგენილია ჟურნალები და წიგნები ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულების შესახებ. წიგნები საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, მიგრაციის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა შესახებ.

European Respiratory Journal
https://erj.ersjournals.com/ – კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულების ბაზა – წარმოდგენილია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 12.339 შეადგენს

IMechE Journals
https://uk.sagepub.com/en-gb/eur/IMEchE – მონაცეთა ბაზაში წარმოდგენილია გამომცემლობა SAGE-ის პლატფორმაზე არსებული ჟურნალები, რომელთა ძირითადი მიმართულებაა მექანიკური ინჟინერიაა. საინჟინრო მიმართულები თითქმის ყველა სფეროში.

Mathematical Sciences Publishers Journals
https://msp.org/ – წარმოდგენილია 17 რეფერირებადი ჟურნალი მათემატიკისა და მომიჯნავე დისციპლინებიდან, რომელთა ძირითადი სფეროებია : მათემატიკა, მექანიკა, ინჟინერია

Openedition Journals
https://www.openedition.org/ – წარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. აქვს ინგლისურენოვანი ინტერფეისიც. სტატიების მცირე რაოდენობა პარალელურად გამოქვეყნებულია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე

Royal Society Journals Collection
https://royalsociety.org/journals/ – წარმოდგენილია: ბიოლოგიური მეცნიერებების ჟურნალები, ფიზიკა, მათემატიკა და მათი მომიჯნავე დისციპლინებიდან.

SAGE Premier
https://journals.sagepub.com – წარმოდგენილია სამეცნიერო სტატიები ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სფეროს რეიტინგული ჟურნალებიდან.

The Company of Biologists’ Journals – წარმოგიდგენთ ჟურნალს, რომელიც მოიცავს განვითარების, უჯრედული მეცნიერების და ექსპერიმენტული ბიოლოგიის სფეროებს.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო აკადემიური პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია მეცნიერული და პროფესიული ლიტერატურის წვდომისთვის. იგი ეკუთვნის გერმანულ გამომცემელ Springer Nature-ს, და წარმოადგენს ერთგვარ ციფრულ ბიბლიოთეკას.
უზრუნველყოფს ისეთი მიმართულებების პროფესიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობას, როგორიცაა: მედიცინა, ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკა და სამართალი, განათლება და ფსიქოლოგია.

https://openknowledge.worldbank.org/
მსოფლიო ბანკის ბიბლიოთეკა
ოფიციალური პლატფორმა, სადაც განთავსებულია 39 000-მდე ღია წვდომის წიგნი, ანგარიში, კვლევა და სხვა აკადემიური მასალა, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, განათლების, ჯანმრთელობისა და სხვა მიმართულებებით.
https://dspace.nplg.gov.ge/?locale=ka
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა „ივერიელი“
ციფრულ ბიბლიოთეკა “ივერიელში” შეგიძლიათ, იხილოთ სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, ფოტოებისა და სხვა იშვიათი გამოცემების ელექტრონული ვერსიები.

The New England Journal of Medicine (NEJM) — საერთაშორისო რეპუტაციით ცნობილი, კვირაში ერთხელ გამოსავალი სამედიცინო ჟურნალ–პუბლიკაცია, რომელიც აქვეყნებს კლინიკურად მნიშვნელოვანი ორიგინალ კვლევებს, სისტემატურ მიმოხილვებს და კლინიკურ პრაქტიკასთან დაკავშირებულ ნოტებს. NEJM ფართოდ არის ციტირებადი და გამოიყენება ექიმებისა და სამეცნიერო საზოგადოების მიერ კლინიკური გადაწყვეტილებებისათვის.

DOAB არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ღია წვდომის აკადემიურ წიგნებს სხვადასხვა საგნობრივი დისციპლინის ფარგლებში. იგი უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის უფასო წვდომას სამეცნიერო გამოცემებზე, რომლებიც გამოცემულია აკრედიტებული გამომცემლობების მიერ ღია ლიცენზიით.
DOAJ არის საერთაშორისო ონლაინ კატალოგი, რომელიც აერთიანებს მაღალი ხარისხის, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებს ღია წვდომით. პლატფორმა უზრუნველყოფს თავისუფალ წვდომას ათასობით აკადემიურ სტატიაზე სხვადასხვა დისციპლინიდან, მათ შორის მედიცინის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების სფეროებიდან.

https://www.sciencepublishinggroup.com/
SciencePG (Science Publishing Group) – საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობა, რომელიც უზრუნველყოფს ღია წვდომას მრავალ დისციპლინურ აკადემიურ ჟურნალებზე. პლატფორმა აერთიანებს სტატიებს საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, საინჟინრო, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რაც ხელს უწყობს ცოდნისა და კვლევითი გამოცდილების გაზიარებას გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებაში.



























