ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

1. როგორ ხდება მედიცინის პროგრამაზე ჩარიცხვა?

მედიცინის პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით ან მობილობის წესით.

2. რა მოთხოვნებია ინგლისური ენის ცოდნასთან დაკავშირებით?

ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვის შემთხვევაში, ინგლისური ენის გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა იყოს მაქსიმალური ქულის 80%.

3. რა მოთხოვნებია საბაზო დისციპლინებში?

აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ბიოლოგიისა და ქიმიის გამოცდები. თითოეულ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს მაქსიმალური ქულის 50%-ს.

4. რა დოკუმენტებია საჭირო ჩარიცხვისთვის?

საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

  • წვევამდელის მოწმობა (ვაჟებისთვის)

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი)

  • ფოტოსურათი (3×4) – 3 ცალი

5. როდის იწყება და სრულდება დოკუმენტების მიღება?

დოკუმენტების მიღება იწყება 15 მაისს და სრულდება 20 სექტემბერს.

6. როგორ ხდება ადმინისტრაციული რეგისტრაცია?

ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ სემესტრული სწავლის საფასურის სრულად გადახდას დადგენილ ვადებში.

7. რა არის აკადემიური რეგისტრაცია?

აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის ელექტრონული სისტემის მეშვეობით სასწავლო კურსების არჩევას. აკადემიური რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

8. შესაძლებელია თუ არა კურსების შეცვლა სემესტრის დასაწყისში?

დიახ. სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია გააუქმოს არჩეული კურსი და მის ნაცვლად აირჩიოს სხვა.

9. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი მობილობით ჩაირიცხება?

მობილობით ჩარიცხვის შემთხვევაში უნივერსიტეტის შესაბამისი სკოლა სტუდენტს სთავაზობს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმა-გრაფიკს.