აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტი · East–West University
ეს კითხვარი თქვენი მიღწევების ასახვისა და შემდგომი განვითარების დაგეგმვის შესაძლებლობაა. გთხოვთ, შეავსოთ გულწრფელად, სიზუსტითა და დეტალურად.
თითოეული თქვენგანის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის ინტელექტუალური კაპიტალის ქვაკუთხედს. თვითშეფასების კითხვარი კი არ არის მხოლოდ ფორმალური ანგარიშგება — ეს არის შესაძლებლობა, აჩვენოთ თქვენი მიღწევები, გაიაზროთ საკუთარი პროგრესი და დაგეგმოთ შემდგომი განვითარების ნაბიჯები.
თქვენი პასუხები მოგვცემს საშუალებას, უკეთ წარვმართოთ უნივერსიტეტის მხარდაჭერა — იქნება ეს დაფინანსება, საერთაშორისო თანამშრომლობა, ტრენინგები თუ ინფრასტრუქტურა. ყველა აქტივობა ღირებულია — მონოგრაფიაც, სტატიაც, პატენტიც, სტუდენტური კონფერენციის ორგანიზებაც და ნაშრომის ხელმძღვანელობაც.
დიდი მადლობა თქვენი კვლევითი საქმიანობისთვის!
ყვითელი ველები განკუთვნილია შესავსებად. ცარიელი დატოვეთ ის, რაც არ შეესაბამება თქვენს საქმიანობას.
მიუთითეთ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული თითოეული ტიპის აქტივობის რაოდენობა და ჩამოწერეთ სრული ბიბლიოგრაფიული მონაცემები, წელი, თანაავტორები და შენიშვნა. თუ ერთი ტიპის რამდენიმე აქტივობა გაქვთ, თითოეული ცალკე სტრიქონზე ჩაწერეთ.
მიუთითეთ თქვენი ციტირების ინდექსების მნიშვნელობა.
ეს ნაწილი ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გამოვლენას, გასაუმჯობესებელი მხარეების იდენტიფიცირებას და შემდგომი განვითარების მიმართულებების განსაზღვრას.