Search...
Close this search box.
Search...
Close this search box.
Search...
Close this search box.

ერთსაფეხურიანი

პროგრამაზე დაშვების პირობები განისაზღვრება საქართველოს უმაღლესი განათლების კანონის შესაბამისად და საქართველოს მოქალაქეებისათვის მოითხოვს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ატესტატის ქონასა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება ასევე შესაძლებელია, მობილობის წესით ჩარიცხვის გზით.  უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.  პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია: ა)უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტი განათლება; ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტი განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს ინგლისურ ენაზე. საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების პირველი განსაკუთრებული პირობა ეხება ინგლისური ენის ცოდნის დონეს. პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვისას ინგლისური ენის კომპეტენციის მინიმალური ზღვარი შეადგენს ინგლისური ენის გამოცდის მაქსიმალური ქულის 80%-ს. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვებისათვის ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ინგლისურის ენობრივი კომპეტენციის სულ მცირე B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნდა ჩააბარონ ინგლისური ენის კომპეტენციის განმსაზღვრელი გამოცდა, რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი. საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების მეორე განსაკუთრებული პირობა ეხება საბაზო დისციპლინებში (ბიოლოგია, ქიმია) ცოდნის დონეს. პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვისას აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ბიოლოგიის და ქიმიის გამოცდა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეული საგნისათვის შეადგენს ამ გამოცდის მაქსიმალური ქულის 50%-ს. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვებისათვის ვალდებულნი არიან  წარმოადგინონ  ბიოლოგიისა და ქიმიის საგნებში კომპეტენციის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად, იმ ქვეყნის ერთიანი გამოცდების შედეგები, საიდანაც არიან აბიტურიენტები) ან უნდა ჩააბარონ ამ საგნებში კომპეტენციის განმსაზღვრელი გამოცდა, რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.

როგორ გავხდეთ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველკურსელმა 4 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით  უნდა მიმართოს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტს – წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები და გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია/სწავლის საფასურის გადახდა: 5000 ლარს გამოკლებული გრანტის ოდენობა (არსებობის შემთხვევაში).

მოთხოვნილი დოკუმენტები

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. წვევამდელის მოწმობა ვაჟებისათვის (ასლი და დედანი);
  3. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  4. თანხის გადახდის ქვითარი (ასლი);
  5. ფოტოსურათი (3×4)-ბეჭდური 2 ცალი და ელ-ვერსია CD-ზე.
ka_GEGeorgian
Study Medicine Europe

Nationals and residents from the United Kingdom, Ireland, USA, Canada and Australia should apply through our exclusive partner below:

Study Medicine Europe

1 Cornhill, London EC3V 3ND, UK

Email: info@studymedicineeurope.com

Site:  https://www.studymedicineeurope.com/