მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტსა და American University Kyiv-ს შორის აკადემიური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს:

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტსა და American University Kyiv-ს შორის აკადემიური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს:• სტუდენტების გაცვლით პროგრამებს, ტრენინგებისა და სტაჟირებებს.• ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავებას.• ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების და საჯარო ლექციების ორგანიზებას.• წიგნების, აუდიო-ვიზუალური მასალების, პუბლიკაციების გაცვლას.• ერთობლივი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას. https://auk.edu.ua/en/ 

EXCLUSIVE OPPORTUNITY for MD Students!

EXCLUSIVE OPPORTUNITY for MD Students! TRANSFER TO EAST-WEST UNIVERSITY & ENJOY AMAZING BENEFITS!  East-West University, in partnership with the Research and Innovation International Institute, is offering generous tuition scholarships for medical students looking to enhance their education and professional skills. Don’t miss out on this incredible chance! SCHOLARSHIPS:40% OFF Tuition for applications submitted January 15-25, […]

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტმა American University of Technology (Tashkent, Uzbekistan) და UNI – Universum International College (Prishtina, Kosovo)

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტმა American University of Technology (Tashkent, Uzbekistan) და UNI – Universum International College (Prishtina, Kosovo) შორის აკადემიური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. აღნიშნული მემორანდუმები მოიცავს: სტუდენტების გაცვლით პროგრამებს, ტრენინგებისა და სტაჟირებებს. ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავებას. ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების და საჯარო ლექციების ორგანიზებას. წიგნების, აუდიო-ვიზუალური მასალების, პუბლიკაციების გაცვლას. ერთობლივი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მოხარულია გამოაქვეყნოს მისი მოწვეული პროფესორის, დოქტორ ლამარა ქადაგიძის, სამეცნიერო კვლევითი სტატიები.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მოხარულია გამოაქვეყნოს მისი მოწვეული პროფესორის, დოქტორ ლამარა ქადაგიძის,  სამეცნიერო კვლევითი სტატიები. აღნიშნული სტატიები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა სამედიცინო კომუნიკაცია, კულტურული დინამიკა და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დოქტორ ქადაგიძის პუბლიკაციებში ასახულია, როგორც მისი გამოცდილებები, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის ჩართულობას აღნიშნული მიმართულებების განვითარებაში. 1. წინაღობების გარღვევა: “პროფესიული ინგლისური ენის და კომუნიკაციის” საგნების როლი სამედიცინო […]

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტისა და კომპანია MIST-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა გაცნობითი ხასიათის სესია, რომელზე დამსწრე სტუდენტებმაც მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია FMGE გამოცდისა და მოსამზადებელი პროცესის შესახებ, ხაზი გაესვა მის მნიშვნელობას კარიერულ განვითარებაში. მადლობას ვუხდით MIST-ს ინფორმაციული ტრენინგისთვის.

2024 წლის 25 ნოემბერს, გაიმართა “გამოსაშვები საღამოს წვეულება” უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის, საღამოს ფარგლებში მათ გადაეცათ სერთიფიკატები. “აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი” ულოცავს სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრებას, წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე!

ტრენინგ-სერია

2024 წლის, ნოემბრის თვეში, “აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის” ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით:    1.ძირითადი სიცოცხლის მხარდაჭერა   და გადაუდებელი კარდიოვასკულარული დახმარება (BLS)”    კარდიოვასკულარული რეანიმაცია და გაფართოებული კარდიოვასკულარული სიცოცხლის მხარდაჭერა (ACLS)    კულტურათაშორისი კომუნიკაცია სანიტრებისა და ექთნებისათვის.    აღნიშნული ტრენინგების ფარგლებში, დამსწრეებმა მიიღეს უამრავი ახალი ინფორმაცია და გაიღრმავეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი შეხვდა სტუდენტებს

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი შეხვდა სტუდენტებს, შეხვედრის ფარგლებში შედგა ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა  კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა, სტუდენტური კლუბების შექმნა, მათი ინტერესების გათვალისწინებით, თვითმმართველობის ჩამოყალიბება უნივერსიტეტში და მრავალი სხვა.  EWUNI აგრძელებს სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებასა და სტუდენტთა პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვას!

2024 წლის ნოემბრის თვეში, „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის“

2024 წლის ნოემბრის თვეში, „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის“ პროფესორი შალვა გიუაშვილი, ერთ თვიანი ფელოუშიპის (Fellowship) ფარგლებში, საქმიანი ვიზიტით იმყოფება სამხრეთ კორეაში, სეულში. ვიზიტის ფარგლებში დაესწრო ტრეინინგს სეულის ნაციონალური უნივერსიტეტის  ჰოსპიტალის (SNUBH) ღვიძლის, პანკრეასის და სანაღვლე გზების ქირურგიის განყოფილებაში, ასევე რობოტული ქირურგიის სექციაში. ამ პერიოდში მონაწილეობა მიიღო კორეის ქირურგთა კავშირის 76-ე კონგრესში (KSS 2024 congress).

2024 წლის 31 ოქრომბრიდან 3 ნოემბერის ჩათვლით, Youth Regional Network (YRN) -ის

2024 წლის 31 ოქრომბრიდან 3 ნოემბერის ჩათვლით, Youth Regional Network (YRN) -ის შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებასთან დაკავშირებით, „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის“ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი მარიამ ბერიას ვიზიტი შედგა ციურიხის კანტონის განათლების დეპარტამენტში. ღონისძიების ფარგლებში წარიმართა დისკუსიები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები, კულტურული და სოციალური აქტივობები. ასევე, სასწავლო ვიზიტი შედგა ციურიხის უნივერსიტეტში.