ამჟამად უნივერსიტეტი გთავაზობთ ორ საგანმანათლებლო პროგრამას: დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ჯანდაცვის მენეჯმენტის ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამა.
დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების აღზრდა, რათა მათ შეძლონ შემდგომ პროფესიული განვითარება. კურიკულუმის ინტეგრაციული სტრუქტურა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულისთვის მედიცინის საფუძვლის შექმნას, რომ მათ შეძლონ რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელება, პროფესიული მომზადება, პედაგოგიური ან/და კვლევითი მოღვაწეობა და ა.შ. პროგრამა უზრუნველყოფს:
პროგრამები ითვალისწინებს კურსდამთავრებულებს სამედიცინო პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპეტენციების გამომუშავებას, რაც თავის მხრივ გულისხმობს დარგის თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ფლობას, რათა კურსდამთავრებულებს გამოუმუშავდეთ ზოგადი კლინიკური უნარები; კანონით და ჰუმანიზმის პრინციპებით გათვალისწინებული ნორმებით მუშაობის უნარი; პაციენტების პატივისცემა, მათი ინტერესების გათვალისწინების უნარი მიუხედავად მისი სოციალური, კულტურული, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, პროფესიული ეთიკის ფარგლებში მუშაობა; ასევე კურსდამთავრებული უნდა ფლობდეს უნარს სამედიცინო ინფორმაციის მოპოვებისა და კრიტიკულად შეფასების, კლინიკური პრობლემების გადასაწყვეტისა და პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.
სწავლის საფასური:
საქართველოს მოქალაქეებისთვის : 5000 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის : 5000 აშშ დოლარი
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა
ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაზე ორიენტირებული მენეჯერების მომზადება, რომლებიც შეძლებენ, აამაღლონ სამედიცინო პროფილის დაწესებულებების ეფექტურობა, გააუმჯობესონ სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ხელი შეუწყონ მედიცინის სპეციალისტთა უწყვეტ განათლებასა და განვითარებას.
სწავლის საფასური:
საქართველოს მოქალაქეებისთვის : 4800 ლარი
© ყველა უფლება დაცულია.
დამზადებულია utoweb.com-ში.
Nationals and residents from the United Kingdom, Ireland, USA, Canada and Australia should apply through our exclusive partner below:
Study Medicine Europe
1 Cornhill, London EC3V 3ND, UK
Email: info@studymedicineeurope.com