აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის მისიაა მედიცინის, ჯანდაცვისა და მისი მართვის დარგში მეცნიერებასა და კლინიკურ გამოცდილებაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, რაც ემყარება პიროვნების ცოდნის, უნარების, ღირებულებებისა და თვალსაწიერის გაფართოებას, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი საუნივერსიტეტო გარემოს შექმნას. უნივერსიტეტი ისწრაფვის რომ, ხელი შეუწყოს კულტურათაშორის დიალოგს, მიაღწიოს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალ მაჩვენებელს და საკუთარი წვლილი შეიტანოს განათლებაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.
უნივერსიტეტი მიზნად ისახავს, შექმნას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც უპასუხებს მის წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებს და შეძლებს თავის დამკვიდრებას, როგორც ხარისხიანი საგანმანთლებლო პროგრამების მქონე და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.
• აკადემიური თავისუფლება, პატიოსნება და აზროვნება;
• თანასწორობა და სამართლიანობა;
• თანამშრომლობა და სანდოობა;
• პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება;
• უნივერსიტეტის მართვის გამჭვირვალობა;
• კვლევით და პროფესიულ საქმიანობაში ინოვაციური მიდგომების განვითარება;
• პროფესიული ეთიკის პრინციპების განუხრელი დაცვა;
• სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვა და განვითარება;
• ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა;
• კულტურათაშორისი დიალოგი და ინტერნაციონალიზაცია.
© ყველა უფლება დაცულია.
დამზადებულია utoweb.com-ში.
Nationals and residents from the United Kingdom, Ireland, USA, Canada and Australia should apply through our exclusive partner below:
Study Medicine Europe
1 Cornhill, London EC3V 3ND, UK
Email: info@studymedicineeurope.com