Search...
Close this search box.
Search...
Close this search box.
Search...
Close this search box.

ისტორია

ჩვენს თანამშრომლობას დასაბამი მისცა პროექტმა, რომელიც განხორციელებულ იქნა 2004-2005 წლებში ქ. ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის თაოსნობით. იდეა მდგომარეობდა შემდეგში: ჩვენს რეგიონში (სამხრეთ კავკასიასა და თურქეთში) მდებარე უნივერსიტეტები ურთიერთობდნენ შორეულ უნივერსიტეტებთან დასავლეთსა და აღმოსავლეთში, ხოლო მეზობელი ქვეყნების ანალოგიურ ცენტრებთან თანამშრომლება თითქმის არ არსებობდა. გამომდინარე აქედან, ძირითადი მიზანი გახლდათ პროექტში მონაწილე საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის რეგიონალური კოოპერაციის გაძლიერება. აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ცხრა სახელმწიფომ და კერძო უნივერსიტეტმა, ამერიკული უნივერსიტეტის გლობალური მშვიდობის ცენტრთან ერთად, განახორციელა აღნიშნული პროექტი. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მრავალმხრივი პარტნიორობა მეტად სასარგებლო აღმოჩნდა თითოეული უნივერსიტეტისა და მათი წარმომადგენლებისათვის. თანამშრომლობა პროექტის დასრულების შემდგომაც გაგრძელდა. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს აზერბაიჯანის ერთერთი ყველაზე მაღალრეიტინგული  ხაზარის უნივერსიტეტის დამფუძნებლისა და პირველი რექტორის, პროფესორ ჰამლეტ ისახანლის და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ყოფილი პრორექტორის პროფესორ თეიმურაზ ხუროძის ერთობლივი გადაწყვეტილება საქართველოში “აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის” დაფუძნების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას იმთავითვე მხარი დაუჭირა საქართველოში ცნობილმა ბიზნესმენმა, მათემატიკის აკადემიურმა დოქტორმა ზაზა ნიშნიანიძემ. ვინაიდან უნივერსიტეტის ერთერთი დამფუძნებელი წარმოადგენს თბილისში განლაგებული პოლიპროფილური და სპეციალიზირებული კლინიკების მთავარ აქციონერს, მიზანშეწონილად ჩაითვალა პირველ რიგში დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. ცნობილია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალი კვალიფიკაციის მედიკოსის აღზრდისათვის უნივერსიტეტის სტრუქტურაში საუნივერსიტეტო კლინიკების არსებობას. ვფიქრობთ, რომ საერთო ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა ისეთი უნივერსიტეტის დაარსება, რომელიც თავისი მატერიალური ბაზით, სათანადო კომპეტენციის აკადემიური პერსონალით და თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებით ერთერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი იქნება მთელს რეგიონში.

ka_GEGeorgian
Study Medicine Europe

Nationals and residents from the United Kingdom, Ireland, USA, Canada and Australia should apply through our exclusive partner below:

Study Medicine Europe

1 Cornhill, London EC3V 3ND, UK

Email: info@studymedicineeurope.com

Site:  https://www.studymedicineeurope.com/