ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების პირობები განისაზღვრება საქართველოს უმაღლესი განათლების კანონის შესაბამისად და მოითხოვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონას (უპირატესად, მაგრამ არა აუცილებლად, ბიზნესის, ეკონომიკის ან მედიცინის მიმართულებით) და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია განხორციელდეს, აგრეთვე, მობილობის წესით ჩარიცხვის გზით.