ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. 9, თბილისი, ს/ი 0105, საქართველო

|

+ 0322439353

|

info@eastwest.edu.ge

მისია, ხედვა, მიზანი

მისია

აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა მედიცინის, ჯანმრთელობის დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის მართვის დარგში მეცნიერებაზე და კლინიკურ გამოცდილებაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, რაც ემყარება პიროვნების ცოდნის, უნარების, ღირებულებებისა და თვალსაწიერის გაფართოებას და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი საუნივერსიტეტო გარემოს შექმნას. უნივერსიტეტი ისწრაფვის, ხელი შეუწყოს კულტურათაშორის დიალოგს, მიაღწიოს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალ მაჩვენებელს და საკუთარი წვლილი შეიტანოს განათლებაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.

 

ხედვა

უნივერსიტეტი გახდება მედიცინის, ჯანმრთელობის დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულება ხარისხიანი განათლების, ეფექტური მენეჯმენტის, კვლევებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მხრივ, სადაც სტუდენტებისათვის და აკადემიური პერსონალისათვის შექმნილი იქნება მათი პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის ხელისშემწყობი გარემო იმ მიზნით, რომ მათ მოახდინონ საზოგადოებრივი ღირებულებების განვითარება და უწყვეტი განათლების პრინციპის განხორციელება.

 

მიზანი

უნივერსიტეტი მიზნად ისახავს, შექმნას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც უპასუხებს მის წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებსა და შეძლებს თავის დამკვიდრებას, როგორც ხარისხიანი საგანმანთლებლო პროგრამების მქონე და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.

 

ღირებულებები

უნივერსიტეტის მიერ გაზიარებული ძირითადი ღირებულებებია:
• აკადემიური თავისუფლება, პატიოსნება და აზროვნება;
• თანასწორობა და სამართლიანობა;
• თანამშრომლობა და სანდოობა;
• პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება;
• უნივერსიტეტის მართვის გამჭვირვალობა;
• სასწავლო, კვლევით და პროფესიულ საქმიანობაში ინოვაციური მიდგომების განვითარება;
• პროფესიული ეთიკის პრინციპების განუხრელი დაცვა;
• სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვა და განვითარება;
• ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა;
• კულტურათაშორისი დიალოგი და ინტერნაციონალიზაცია.