ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. 9, თბილისი, ს/ი 0105, საქართველო

|

+ 0322439353

|

info@eastwest.edu.ge

ღონისძიებები

პროგრამის შემუშავება/განვითარება

პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფი ატარებს ყოველკვირეულ შეხვედრებს, სადაც განიხილებოდა პროგრამის განვითარების და განხორციელების გზები. შეხვედრაში ჩართულია პროგრამის ხელმძღვანელი, დეკანი, ხარისხის განვითარების სამსახური, დარგის სპეციალისტები და პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის სხვა წევრები. აღნიშნული შეხვედრები ხორციელდება პროგრამის ჩამოყალიბების პირველივე დღეებიდან და გრძელდება დღემდე, როგორც წესი ყოველ ხუთშაბათ დღეს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ჩაჩავას სახელობის აუდიტორიაში; თუმცა კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში.

ტრეინინგები PBL-სა და CBL-ზე დაფუძნებულ სწავლებაზე

საორიენტაციო შეხვედრები პროგრამის განვითარების საკონსულტაციო ჯგუფთან და ტრეინინგები PBL-სა და CBL-ზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებით. ტრეინინგებში ჩართული იყო როგორც აღნიშნული პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფი, ასევე საკონსულტაციო ჯგუფი; შეხვედრებზე განიხილებოდა PBL და CBL სწავლების განვითარების გზები. შეხვედრების შინაარსი ასევე შეეხებოდა სილაბუსების დახვეწა-განვითარებასა და შედეგებზე გასვლის გზების განვითარებას. ტრეინინგები დაიწყო 2019 წლის სექტემბერში; კოვიდ ინფექციის გავრცელების გამო გადავიდა ონლაინ რეჟიმში. სულ ჩატარდა 10 შეხვედრა, რაც ძალიან პროდუქტიული აღმოჩნა აღნიშნული პროგრამისთვის.

საორიენტაციო შეხვედრები OSCE-ს ხელმძღვანელთან და ტრეინინგები

შეხვედრებს უძღვებოდა OSCE-ს ხელმძღვანელი და განიხილებოდა საგამოცდო პროცესის სრულყოფილად ჩატარების გზები. ტრეინიგებში მონაწილებოდა როგორც აკადემიური ასევე მოწვეული პერსონალი. ტრეინიგები მიმდინარეობდა 2021 წლის თებერვალსა და მარტში.

შეხვედრები პარტნიორი კლინიკების წარმომადგენლებთან

შეხვედრებზე განიხილებოდა როგორც კურაციასთან დაკავშირებულ საკითხები, ასევე აღნიშნული კლინიკები მოიაზრება როგორც პოტენციური დამსაქმებელი, ამიტომ შეხვედრებზე ხშირად განიხილებოდა ბაზრის თანამედროვე ტენდენციები და მოთხოვნები.
პარტნიორი კლინიკების წარმომადგენლებთან პროგრამის განვითარებისა ჯგუფსა და უნივერსიტეტის წარმამადგენლებს შორის შეხვედრები ტარდებოდა ინტენსიურად კოვიდ ინფექციის განვითარებამდე და გრძელდება მას შემდეგ, ზოგ შემთხვევაში ონლაინ რეჟიმში, ზოგ შემთხვევაში ეს ხდება კოვიდ რეგულაციების დაცვით.

ონლაინ შეხვედრები და კონსულტაციები უცხოელ კოლეგებთან

ონლაინ შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან, რომლებიც პროგრამაზე მომუშავე ჯგუფს უზიარებდა მათ ქვეყანაში არსებულ პრაქტიკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროგრამისთვის, რათა გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო ბაზარზე არსებული გამოცდილება და გამოწვევები. აღნიშნული შეხვედრები ხორციელდება პროგრამის ჩამოყალიბების პირველივე დღეებიდან და გრძელდება დღემდე, რათა შემმუშავებელი ჯგუფი იყოს საქმის კურსში თუ რა სიახლეებია საერთასორისო სამედიცინო სფეროში.