ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. 9, თბილისი, ს/ი 0105, საქართველო

|

+ 0322439353

|

info@eastwest.edu.ge

მიღება ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე

შპს აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ:

იწყება მიღება 2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრისათვის ჯანდაცვის მენეჯმენტის ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე!

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია 2021 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით:

  • აპლიკაციის ფორმა(იხ. დანართის სახით)
  •  პასპორტი ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული), ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესამაბისი ხარისხის მინიჭების შესახებ; უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
  • დიპლომის დანართის, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში - ნიშნების ფურცელი (ასლის შემთხვევაში  ნოტარიულად დამოწმებული);
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ასეთის არარსებობის შემთხევაში სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბარათი;    
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ორი ფოტოსურათი 3x4, ელ. ვერსიასთან ერთად (CD);
  • რეზიუმე(CV) (ქართულ ენაზე).

შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა და განცხადების მიღება/რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით. განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია გამოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@eastwest.edu.ge 

 

შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებთან ჩატარდება გასაუბრება ონლაინ რეჟიმში. გასაუბრება ჩატარდება  22 სექტემბერს.

გასაუბრების სხვა დეტალებთან დაკავშირებით აპლიკანტებს ეცნობებათ მეილის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ლელა ვანიშვილი - 593230444 - სასწავლო პროცესის მართვის სამსახური;

ეკატერინე ჯაფარიძე - 577798383 - ადამიანური რესურსებისა და კანცელარიის სამსახური.