ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. 9, თბილისი, ს/ი 0105, საქართველო

|

+ 0322439353

|

info@eastwest.edu.ge

მობილობა

მობილობა აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტში

 

შპს აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ:

იწყება 2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა ჯანდაცვის მენეჯმენტის ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე!

აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტმა უკვე დაარეგისტრირა ვაკანტური ადგილები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე.

 

მობილობის ეტაპები შემდეგია:

2021 წლის 16 აგვისტოდან – 2021 წლის 30აგვისტოს 18.00 საათამდე.- მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა;
2021 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით – პორტალზე მობილობით გადმოსვლის პროცესის დადასტურების შემდეგ მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ მობილობისთვის განსაზღვრული დოკუმენტაციის უნივერსიტეტისთვის წარმოდგენა;
2021 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით – კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ ფაკულტეტების გადაწყვეტილებისა და დასკვნების მომზადება;
2020 წლის 14-16 სექტემბერი – მობილობის წესით ჩასარიცხი პირების მიერ შეთავაზებული პირობების თაობაზე განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გაფორმება.
2021 წლის 16-17 სექტემბერი – სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა.

 

პორტალზე მობილობით გადმოსვლის პროცესის დადასტურების შემდეგ 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით მობილობის მსურველმა სტუდენტმა შპს – აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტს უნდა წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  • განცხადება (იხ. თანდართული ფაილი);
  • დოკუმენტ(ებ)ის ასლი/ასლები რომელიც არეგულირებს სტუდენტურ სტატუსს (მაგ. ჩარიცხვის/აღდგენის/სტასტუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის აქტი);
  • უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი (სასწავლო კომპონენტების კრედიტების რაოდენობისა და შეფასების მითითებით);
  • პირის საიდენტიფიკაციო ბარათის (ID) ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან უმაღლესი განათლების წინა საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3X4), (ნაბეჭდი და ელექტრონულ მატარებელზე);
  • მამრობითი სქესის სტუდენტებისათვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მობილობის წესით სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება.

 

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

 

შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა და განცხადების მიღება/რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით. განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია გამოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@eastwest.edu.ge ე.წ. subject-ის ველში მიუთითეთ „მობილობა“ ან Mobility. წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მობილობაში მონაწილე პირი.

მობილობის წესით ჩასარიცხი პირებისათვის შეთავაზებული პირობების თაობაზე განცხადებით დადასტურების თანხმობა/უარი (იხ. დანართის სახით)) უნდა გააფორმონ არაუგვიანეს 16 სექტემბრისა. თანხმობის შემთხვევაში მობილობის წესით ჩასარიცხი პირი ხელს აწერს მობილობის წესით ჩარიცხვისა და კრედიტების აღიარების თანხმობის ფორმას, რითაც ადასტურებს რომ ეთანხმება შედარების აქტში მოცემულ ინფორმაციას კრედიტების აღიარების შესახებ.
აღნიშნული მიზნისთვის თანხმობის განცხადება გამოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@eastwest.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ლელა ვანიშვილი - 593230444 - სასწავლო პროცესის მართვის სამსახური;

ეკატერინე ჯაფარიძე - 577798383 - ადამიანური რესურსებისა და კანცელარიის სამსახური.