ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. 9, თბილისი, ს/ი 0105, საქართველო

|

+ 0322439353

|

info@eastwest.edu.ge

კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე

კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე შპს „აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტში“
შპს „აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი“ 2021 წლის 4 აგვისტოდან აცხადებს ღია კონკურსს ამავე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
ა) ქირურგიის მიმართულებით პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ბ) კარდიოქირურგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
გ) კარდიოლოგია/ფარმაკოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
დ) ფიზიოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ე) პათოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ვ) ნეიროქირურგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ზ) ოფთალმოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
თ) ტრავმატოლოგია/ორთოპედიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ი) ქირურგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
კ) ფიზიოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ლ) ენდოკრინოლოგიის მიმართულებით ასისტენტი პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე.

კონკურსის პირობები

1. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:
პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. პროფესიული ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად ეს სავალდებულო არ არის.
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული), რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქედან;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოთხი ფოტოსურათი 3X4;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) შესაბამისი სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი; (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ვ) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
ზ) პროფესიული ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად ე) და ვ) პუნქტებში მითითებული საბუთები სავალდებულო არ არის;
თ) ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი);
ი) ცნობა სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია ცნობით დადასტურებულ იქნას არანაკლებ ექვსწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია, რომ ცნობით დადასტურებულ იქნას არანაკლებ სამწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება);
კ) პროფესიული ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად უნდა იყოს წარმოდგენილი დარგში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სპეციალური მომზადების (ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ.) დამადასტურებელი დოკუმენტები.
ლ) ლექციების ინგლისურ ენაზე წაკითხვის გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მ) სახელმწიფო სერტიფიკატები ნებადართულ კლინიკურ სპეციალობებში - საკონკურსო თანამდებობის შესაბამისად;
4. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;
ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო ათი წლის
განმავლობაში).
5. საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახურში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა #9, 2021 წლის 4 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 16 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე eastwest.edu.ge .
7. საბუთები უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით, DVD-დისკზე ჩაწერილი სახით.
8. საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.
9. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება და შეჯერება – გადაწყვეტილების მიღება).