ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. 9, თბილისი, ს/ი 0105, საქართველო

|

+ 0322439353

|

info@eastwest.edu.ge

კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე

აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მედიცინის სკოლის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან და ქართულენოვან პროგრამაზე და ჯანდაცვის მართვის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

საბაზისო მედიცინის მიმართულებით:

  • პროფესორი (ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია, ციტოლოგია) - 1 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი (გენეტიკა) - 1 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი (იმუნოლოგია) – 1 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი (მიკრობიოლოგია) – 1 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი (ჰისტოლოგია) - 1 საშტატო ერთეული
  • ასისტენტ-პროფესორი (ბიოქიმია) – 1 საშტატო ერთეული

კლინიკური  მედიცინის მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორი (რადიოლოგია) – 1 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი (ტრავმატოლოგია, ორთოპედია) - 1 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი (რეაბილიტაცია და ფიზიოთერაპია) - 1 საშტატო ერთეული
  • ასისტენტ-პროფესორი (კლინიკური უნარ-ჩვევები) – 1 საშტატო ერთეული

ჯანდაცვის მართვის მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორი (ზოგადი მენეჯმენტი) – 1 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი (ჰოსპიტალის მენეჯმენტი) - 1 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი (ოპერაციული მენეჯმენტი) - 1 საშტატო ერთეული

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  1. უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულიკონკურსანტის ანკეტა (შევსებული);
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. ფოტოსურათი 3X4;
  4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. შესაბამისი სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი;
  6. სამეცნიერო ნაშრომების სია იმ ნაშრომის/ების მითითებით, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
  7. სახელმწიფო სერტიფიკატები ნებადართულ კლინიკურ სპეციალობებში - საკონკურსო თანამდებობის შესაბამისად;

 

საკონკურსო განცხადებების და საბუთების მიღება იწარმოებს აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტში მისამართზე: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა #9, 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო განცხადების და საბუთების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე: info@eastwest.edu.ge (დანიშნულებაში უნდა იყოს მითითებული „აკადემიური კონკურსი“).

 

კონკურსი ჩატარდება ეტაპობრივად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა და პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება, შედეგების შეჯერება და გადაწყვეტილების მიღება) 2020 წლის 19 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020 წლის 2 ნოემბრისა.